2012 (Happy New Year)

საათნახევარიც და დამთავრდება 2011..

არ მინდა..

კარგი წელი იყო..

ბევრი სიცილით. ბევრი გართობით, ბევრი აღმოჩენებით სავსე .. ბევრი სხვა თვალით დავინახე.. თურმე როგორებიც მეგონნენ არ ყოფილან.. ძალიან კარგი (სუნ)

და დიდი დიდი სიყვარული (სუნ)

ვჩხუბობდით და ისე ვვრიგდებოდით.. მიუხედავად იმისა, რომ გული მტკიოდა მაინც კარგი იყო, თბილად და ტკბილად მახსენდება (სუნ) 

 მაგრამ…

საახალწლო განწყობა მაინც არ მაქვს…

ვერ ვხვდები ისე როგორც მინდა..

2013-ის იმედი მაქვს…

 

Hey Ppl, I got a new job..

19-დან ახალ სამსახურში გადავდივარ..

ცოტა მეშინია..

ასე დამოუკიდებლად პირველად ვიწყებ მუშაობას..

ცოტას ვნერვიულობ კიდეც, რა ვიცი რა ხდება..

მეშინია…

ახალი გარემო…

ახალი ნაცნობები…

ახალი სამუშაო პროგრამა, რომლის შესახებ საერთოდ არაფერი გამიგია…

თავს იმით ვიმშვიდებ, რომ იციან სტუდენტი ვარ და ამასთან შეხება არ მქონია… 

ვნახოთ რა იქნება..

19-მდე 3 დღე დამრჩა..

Wish me Good Luck!! 

Be A Man..

მართლაც, Stop Running! Be A Man!

რამე…

არასდროს შემეძლო სათაურების მოფიქრება.. ყოველთვის ხან რას ვარქმევდი პოსტებს ხან რას, ძირითადად რამე აბსტრაქტულს..

რა შუაშია ეს, უბრალოდ თავში დამარტყა..

არ ვარ ხასიათზე..

მენატრები..

მერე რა რომ დღეს გნახე..

მერე რა რომ ჩაგეხუტე..

მაინც მენატრები..

ვერაფერს ვუშვები ჩემს თავს..

არადა არ ვარ სუსტი (მგონი)..

უბრალოდ გოგოობამ შემომიტია..

თან გარეთ ლამაზად ბარდნის..

სახელ-მოუფიქრებელი..

რამდენი ხანია მინდა დავწერო, მქონდა იდეები, მქონდა დასაწერი ჩემი გულის ნადები, მაგრამ.. ეს მაგრამ ბოლოს მიღებს, ხან რა მიშლის ხელს ხან რა :დ

სამსახურში ვიყავი, გავხსენი ფანჯარა, მაგრამ ვერ დავწერე, სახლში ვარ და ვერ, ხან ვინ მეძახის ხან ვინ.. მინდა უბრალოდ გადმოვალაგო ყველაფერი რასაც ვგრძნობ..

დავიწყებ იქიდან, რომ ვერ ვიტან როცა რამეს ვერ ვასწრებ და დროში ჩატევის გამო ბევრი რამის უხარისხოდ გაკეთება-მომზადება მიწევს, თან არც შეიძლება 1 გავაკეთო და კარგად… ვიცი, 2-ჯერ მეტად დახარჯული დროა.. მაგრამ რატომღაც ყველას ურჩევნია საქმე ბევრი იყოს გაკეთებული და ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს… თუნდაც უნივერსიტეტში.. ეჰ როდის მიხვდება ნეტა ამას ჩვენი საზოგადოება?! Continue reading

გულიდან გადმოხეთქილი…

დავიღალე, დასვენება მინდა.. გადარბენები.. აქაც უნდა ვიყო, იქაც უნდა ვიყო, ზოგს არ უნდა ვაწყენინო იმით, რომ დავიღალე და დასვენება მჭირდება.. თავი უნდა ვიმართლო იმის გამო რომ დრო არ მაქვს, მერე რა რომ სამსახურში ვარ და მაგიტომ არ მაქვს დრო, მერე რა რომ ვმეცადინეობ და მაგიტომ არ მაქვს დრო, მერე რა… მთავარია, სხვას “გაუსწორო”, თავი უნდა ვიმართლო იმის გამო რომ დაძაბული დღის რეჟიმის და ლექციის მერე პირდაპირ სახლში მინდა მისვლა, თავი უნდა ვიმართლო იმის გამო რომ 10 საათზე მეძინება.. არ შეიძლება უბრალოდ გაიგონ, რომ მეც ადამიანი ვარ, რომ არ ვიმჩნევ არაფერს არ ნიშნავს – “ყველაფერი კარგადაა”.. 

არადა გუშინ ამბობდი უსიტყვოდ მესმის შენიო…

თუ გესმის, მაშინ რატომ არ აქცევ ყურადღებას ??? 

ჩემი ნანუკა 16-ის გახდა (სან)

საუკეთესო, საუკეთესო სურვილები ნანუ <3 

ჩემი სერიალების კალენდარი (sun)

ოჰოოო.. ხელები მოვიფშვნიტე.. სულ რაღაც 1 კვირაში ჩემი საყვარელი სერიალები გაგრძელდება (sun)

1. Fringe – სერიალი, რომელსაც ახლაც ვუყურებ, რამდენიმე სერიაღა დამრჩა და მესამე სეზონსაც მივამთავრებ, პირველ სეზონს მაინც ვერ სჯობს შემდეგი ორი :( (( მოსაბეზრებელი სერია: ვოლტერის ზღაპარი, ვუყურე მხოლოდ იმის გამო, რომ მეტი სერია არ მქონდა გადმოწერილი და დროის გაყვანა მინდოდა :ს 

2. Grey’s Anatomy – საერთოდ სამედიცინო სერიალები ჩემი სისუსტეა, შვიდივე სეზონს მგონი 2 კვირაში ვუყურე, ვათენებდი და და ვაღამებდი <3 

3.  The Big Bang Theory – აჰ შელდონ კუპერი <3 ამით ყველაფერი ნათქვამია… როგორ არ მინდა რომ გეი იყოს :ს არ მემეტება :ს

  Continue reading

12-დან ჩემს სამყაროს ვუბრუნდები..

მმმმ… 1 სული მაქვს როდის მოვა 12 სექტემბერი.. ჯერ 1 ჩემი საყვარელი ადამიანის დაბადების დღეა და მეორეც სწავლას ვიწყებ (sun) როგორც იქნა დამთავრდა არდადეგები (sun) მგონი მარტო მე და ჩემი და ვართ გიჟები, რომლებსაც დასვენების დამთავრებამდე სული ელევათ..

არ მიყვარს სახლში ყოფნა.. ცუდი ხასიათი მეძალება და გარშემო ყველას ვუღრენ..

მიყვარს გარეთ გასვლა, ხალხთან ურთიერთობები.. “დაჟე” სწავლაც მენატრება (sun)

მიყვარს, როცა ბევრი საქმე მაქვს და ბევრს დავფუსფუსებ აქეთ-იქით, მიყვარს როცა დრო არ მრჩება და ყველანაირად ვცდილობ თუნდაც 1 წუთის ეკონომია გავაკეთო.. მმმ მენატრება..

კი ვწუწუნებ ხოლმე, მაგრამ ეგ მხოლოდ 1 წამის სისუსტეა…

ბოლოს, ჯამფ, ჯუმფ უნივერსიტეტი იწყება (sun) 

დონ კიხოტი და მე..

6 დღეა ბათუმიდან ჩამოვედი და ეგრევე ცოტა დასვენების მერე დონ კიხოტს ვეცი, მანამდეც მინდოდა წამეკითხა, მაგრამ ყოველთვის როცა კი გადავწყვეტდი დაწყებას ხან რა მიშლიდა ხელს ხან რა. ძირითადად უფრო საინტერესო წიგნებს ვპოულობდი და მათ წაკითხვას ვანიჭებდი უპირატესობას… 

ამჯერად კი მტკიცედ გადავწყვიტე წაკითხვა.. დავიწყე… მოკლედ… ასე მგონია ვერ გავალ ბოლოში, ძალიან ნერვებს მიშლის დონ კიხოტი, წიგნში ის ნაწილი უფრო მომწონს, რომელიც მის შესახებ არაა.. თან 2შაბათს ო’ჰენრი, ხოლო 2 კვირის მერე სტიუარტი გამოდის და ვატყობ დონ კიხოტს ისევ თაროზე მოუწევს დაბრუნება მომავალ ზაფხულამდე.. 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.