დავიღალე, დასვენება მინდა.. გადარბენები.. აქაც უნდა ვიყო, იქაც უნდა ვიყო, ზოგს არ უნდა ვაწყენინო იმით, რომ დავიღალე და დასვენება მჭირდება.. თავი უნდა ვიმართლო იმის გამო რომ დრო არ მაქვს, მერე რა რომ სამსახურში ვარ და მაგიტომ არ მაქვს დრო, მერე რა რომ ვმეცადინეობ და მაგიტომ არ მაქვს დრო, მერე რა… მთავარია, სხვას “გაუსწორო”, თავი უნდა ვიმართლო იმის გამო რომ დაძაბული დღის რეჟიმის და ლექციის მერე პირდაპირ სახლში მინდა მისვლა, თავი უნდა ვიმართლო იმის გამო რომ 10 საათზე მეძინება.. არ შეიძლება უბრალოდ გაიგონ, რომ მეც ადამიანი ვარ, რომ არ ვიმჩნევ არაფერს არ ნიშნავს – “ყველაფერი კარგადაა”..
არადა გუშინ ამბობდი უსიტყვოდ მესმის შენიო…
თუ გესმის, მაშინ რატომ არ აქცევ ყურადღებას ???
Posted by finiki on October 11, 2011 at 1:57 pm
რა ნაცნობი სიტუაციაა