რამდენი ხანია მინდა დავწერო, მქონდა იდეები, მქონდა დასაწერი ჩემი გულის ნადები, მაგრამ.. ეს მაგრამ ბოლოს მიღებს, ხან რა მიშლის ხელს ხან რა :დ
სამსახურში ვიყავი, გავხსენი ფანჯარა, მაგრამ ვერ დავწერე, სახლში ვარ და ვერ, ხან ვინ მეძახის ხან ვინ.. მინდა უბრალოდ გადმოვალაგო ყველაფერი რასაც ვგრძნობ..
დავიწყებ იქიდან, რომ ვერ ვიტან როცა რამეს ვერ ვასწრებ და დროში ჩატევის გამო ბევრი რამის უხარისხოდ გაკეთება-მომზადება მიწევს, თან არც შეიძლება 1 გავაკეთო და კარგად… ვიცი, 2-ჯერ მეტად დახარჯული დროა.. მაგრამ რატომღაც ყველას ურჩევნია საქმე ბევრი იყოს გაკეთებული და ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს… თუნდაც უნივერსიტეტში.. ეჰ როდის მიხვდება ნეტა ამას ჩვენი საზოგადოება?!
მეორე, არ მიყვარს როცა 1 და იგივეს ცაკითხვა მიწევს და გადაღეჭვა, რამდენჯერ უნდა ვისწავლო სხვადასხვა საგნებში კოვარიაცია/ვარიაციები… ვკითხულობ ყოველთვის იმის გამო,რომ იქნებ რამე ისეთი იყოს რაც არ ვიცი-თქო, მაგრამ ახალს რას მოიგონებ.. FUCKტობრივად წელს 3 მსგავს საგანს გავდივარ.. ნუ ეს ბოლო კვირანახევარია…
მესამე, ვფიქრობ… ვფიქრობ ძალიან ბევრს.. ვფიქრობ ჩემს მომავალზე და მეშინია, ვფიქრობ ჩვენზე, ვფიქრობ მაგისტრატურაზე, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი… სად მინდა… გაუში რომ აღარ ჩავაბარებ ეგ კი ვიცი… ჯერ ვერ ვნახე ისეთი პროგრამა, რომელიც ჩემს ინტერესებს შეესაბამება.. არ მინდა მაგისტრატურის 2 წელიწადი არაპრაქტიკულ და ჩემთვის უინტერესო საგნებს დავახარჯო… რატომაა საქართველოში ყველაფერი ზოგადი მაინც ვერ გავიგე :\
და ბოლოს ობ-ლა-დი ობ-ლა-და-ს გიტოვებთ…